ვალუტა და ვალუტის კურსი

1 USD = 2.4864
1 EUR = 2.9344
1 GBP = 3.2753
100 RUB = 4.3213
1 TRY = 0.6784
1 AZN = 1.4634
1000 AMD = 5.1639
10 ILS = 7.1164
10 CNY = 3.7555
10 UAH = 0.9363
100 JPY = 2.1941
1 KWD = 8.2304
1 CHF = 2.5304
100 INR = 3.823
10 PLN = 6.9149
100 RSD = 2.4608


ვალუტის კონვერტორი

2.4864 ლარი

 

ვალუტის კურსებს შორის სხვაობა ყოველ წამს იცვლება. ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სხვადასხვა კურსს გვთავაზობენ, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება თუ სად გადავცვალოთ ვალუტა რთულია. თუმცა დღეს უკვე შესაძლებელია, სხვადასხვა ბანკის გაცვლითი კურსის გაგება ონლაინ. ამაში დახმარებას კი ჩვენი ვებგვერდი გაგიწევთ. წარმოგიდგენთ ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების valutis კურსს. გაეცანით ვალუტის კურსებს და გააკეთეთ სასარგებლო არჩევანი.

valuta და valutniki

რა ვალუტაში გავხსნათ ანაბარი?

საქართველოში ანაბრის გახსნა შეგვიძლია ლარში ან უცხოურ ვალუტაში. ლარში გახსნილ ანაბრებს გაცილებით მაღალი საპროცენტო სარგებელი ერიცხება, ვიდრე ვალუტაში გახსნილ ანაბრებს. შესაბამისად, მომხმარებელი დილემის წინაშე დგება თუ რომელ valuta-ში გახსნას ანაბარი. უცხოური ვალუტაში, რომელიც გაცილებით მყარია თუ ლარში, რომელსაც შესაძლოა მსყიდველობითი უნარი ნაკლები ქონდეს. ასეთ დროს უმჯობესია რისკები გადაანაწილოთ და ანაბარი რამოდენიმე ვალუტაში გახსნათ ან იმ ვალუტას მიანიჭოთ უპირატესობა, რაშიც შემდგომ დანაზოგის დახარჯვას გეგმავთ. მაგ: თუ თანხას ბინის საყიდლად აგროვებთ, უმჯობესია დანაზოგი დოლარში გქონდეთ. თუ ფულს აგროვებთ ზაფხულში ზღვაზე დასასვენებლად ან რემონტისთვის, ანაბარი შეგიძლიათ ლარში გახსნათ.

რა ვალუტაში ავიღოთ კრედიტი?

სესხის აღება იმ ვალუტაში ჯობია, რომელშიც შემოსავალი გაქვთ. თუ თქვენი შემოსავალი ლარშია, უმჯობესია კრედიტი ლარში აიღოთ. ხოლო თუ შემოსავალი დოლარში გაქვთ, სესხიც დოლარში აიღეთ.

როგორ ხდება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა?

ლარის ოფიციალური kursi გაიანგარიშება ბანკთაშორის valutis ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით. ვაჭრობა ხდება საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში. დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება შემდგომი დღისთვის. სხვა ქვეყნის ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე არსებული კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე. გადაანგარიშების დროს საჭირო გაცვლითი კურსების შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს „როიტერის“, „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი ქვეყნების ცენტრალური ბანკები.