საბანკო კრედიტის ალტერნატივა

 

ბანკში სესხის აღება ხანგძლივ პროცედურასთან არის დაკავშირებული. იმისათვის რომ საჭირო თანხა მიიღოთ უნდა მიხვიდეთ ფილიალში, დადგეთ რიგში, ზოგიერთი ტიპის კრედიტის მისაღებად მოითხოვება თავდების ყოლა, უძრავი ქონების ჩადება, რასაც დამატებითი ცნობები სჭირდება.

შესაბამისად, დროსთან არის დაკავშირებული.

uprocento

დღეს, როდესაც ცხოვრების რიტმი აჩქარებულია და მომხმარებელს ეჩქარება თანხის მიღება, საბანკო სესხი მოუხერხებელი მომსახურება გახდა. კომპანიებმა ზუსტად შეაფასეს კლიენტთა მოთხოვნა და წარმოადგინეს ახალი სერვისი – სწრაფი სესხი, რომელიც უფრო მოქნილი და სწრაფი მომსახურებაა.

 სესხის ასაღებად თქვენ არ გიწევთ სახლიდან გასვლა, ნებისმიერი ადგილიდან ავსებთ განაცხადს, ამისათვის კი მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი გჭირდებათ.

თანხის მისაღებად არ მოითხოვება ცნობები, თავდების ყოლა ან გარანტია. კვირის ნებისმიერ დროს, 24 საათის მანძილზე შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი სესხზე და სასურველი თანხა საბანკო ანგარიშზე მიიღოთ. 

 

პირველი სწრაფი სესხის აღება ბევრ კომპანიაში უპროცენტოა. ეს დამატებით კომფორტს უქმნის კლიენტებს, რათა თანხა 0%-ში აიღონ და თანხის დაბრუნებისას დამატებითი საკომისიო არ გადაიხადონ. ონლაინ სესხების მომსახურება საკმაოდ პოპულარულია და კლიენტებიც აქტიურად სარგებლობენ ამ სერვისით.