ყველაფერი sesxebi.com ის შესახებ

საქართველოში არსებობს უამრავი საბანკო და არასაბანკო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა სახის სესხებს გასცემს. დღესდღეობით არსებობს სესხების უამრავი ნაირსახეობა, როგორიცაა – სამომხმარებლო სესხები, სწრაფი ონლაინ სესხები, მიკრო სესხები, ავტო სესხები, იპოთეკური სესხები და ა.შ. www.sesxebi.com წარმოადგენს ვებ-გვერდს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთმანეთს უფასოდ შეადაროთ ნებისმიერი სახის სესხი, მათი პროცენტულობის, საკომისიოების ვადისა და დამატებითი მახასიათებლების მიხედვით.

ჩვენ არ ვართ სესხის გამცემი ორგანიზაცია, ჩვენი მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოთ ზუსტი ინფორმაცია სესხებზე, მარტივ და ადვილად აღქმად ფორმატში, რათა მომხმარებელმა მარტივად შეძლოს ონლაინ თუ საბანკო სესხების შედარება და გააკეთოს სწორი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საიტზე არსებული ინფორმაცია სიზუსტის მიზნით, რამდენჯერმე არის გადამოწმებული მსესხებელთან, sesxebi.com გირჩევთ, რომ როდესაც თქვენ ერთმანეთს შეადარებთ მსესხებლებს, აარჩევთ იმ კომპანიას რომლის პირობებიც გაკმაყოფილებთ და გადაწყვეტთ სესხის აღებას, კიდევ ერთხელ გაიაროთ კონსულტაცია პირობებთან დაკავშირებით უშუალოდ მსესხებელთან.

საიტზე წარმოდგენილი მარტივი ცხრილი გეხმარებათ მარტივად დაინახოთ ყველა ის ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც აუცილებელია სესხების შესადარებლად და მსესხებლების პირობების გასაანალიზებლად. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სესხების პროცენტული მაჩვენებლები, ვადები, დამატებითი საკომისიოები და მათი ერთმანეთთან შედარებით მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება

ჩვენ არ ვართ ორიენტირებული სესხის გაცემაზე. ჩვენთვის მთავრი მიზანია დავაკვალიანოთ მომხმარებელი, იმ მომენტში როდესაც მას სესხი დასჭირდა, რადგან დაძაბულობის პერიოდში მან შეძლოს მართებული გადაწყვეტილების მიღება და სწორად აარჩიოს სასურველი სესხი, იმ პირობებით რომელიც მისთვის მისაღებია.